მიტევების კვირა

მშვიდობა მოგცეთ უფალმა! ქრისტესმიერ საყვარელნო, როგორც ეკლესიის მამები განგვიმარტავენ: – “მორწმუნეები ემზადებიან რა დიდი მარხვისათვის; მიტევების კვირის სახარების საკითხავი, რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე მიუთითებს, რომელიც ყველა ქრისტიანს მოეთხოვება, რათა მათი მარხვის ღვაწლი ღვთისათვის სათნო და მაცხოვნებელი იყოს”. – “რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან”. – “ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ … [Read more…]

ქრისტესშობის მარხვა

28 ნოემბერს იწყება ქრისტესშობის მარხვა. გ ი ლ ო ც ა ვ თ! შეგახსენებთ ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში მარხვის მნიშვნელობის შესახებ. გავიხსენოთ თუ რას გვასწავლიან წმიდა მამები, ჩვენი სულების საცხოვნებელად და რწმენაში განსამტკიცებლად: – დასაბამად, როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად-კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო…და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ … [Read more…]

დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო-ყველიერის შვიდეული

მშვიდობა მოგცეთ უფალმა! დაიწყო დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო შვიდეული, რომელიც ყველიერის – მიტევების კვირით მთავრდება და მომავალი ორშაბათიდან (19 თებერვალი), დაიწყება დიდი მარხვა. – მიმდინარე კვირა ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხით და თევზით, ოთხშაბათი და პარასკევის ჩათვლით. – ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან (დღეიდან) იკითხება “ლოცვა წმიდისა ეფრემ ასურისა”- “უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…” (მოიძიეთ ლოცვების … [Read more…]

დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი (უძღები შვილის კვირა)

მშვიდობა მოგცეთ უფალმა! დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის მეორე კვირას ეწოდება “უძღები შვილის კვირა”. საღვთო ლიტურგიაზე ვისმენთ სახარებისეულ იგავს “უძღები შვილის” ( ლკ. 15, 11-32) შესახებ. ( “უძღები” ე. ი. “წარწყმედული”, “შეცთომილი”, “დაკარგული”, მფლანგველი”. ი. აბულაძის ლექსიკონში: “ურცხვი, უწესო, ხარბი და გაუმაძღარი”). წმიდა ეკლესიის სწავლებით იგავი უპირველეს ყოვლისა შთაგვაგონებს, რომ ჩვენ ყოველთვის სასოება(იმედი) უნდა გვქონდეს ღმერთის … [Read more…]

დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი (გაგრძელება)

მშვიდობა მოგცეთ უფალმა! “მეზვერისა და ფარისევლის კვირა” – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის პირველი კვირა. საღვთო ლიტურგიაზე ამ კვირა დღეს იკითხება სახარება: იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლუკ. 28, 10-14), სადაც იესო ქრისტე გვასწავლის, რომ მხოლოდ თავმდაბლობამ, მორჩილებამ, სინანულმა, საკუთარი ცოდვილობის განცდით აღვლენილმა ლოცვამ, როგორც ეს მეზვერეს გააჩნდა, მოგვანიჭოს წყალობა და მადლი უფლისა, და არა ამპარტავნებამ, საკუთარი … [Read more…]

დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი

მშვიდობა მოგცეთ უფალმა! დიდი მარხვა – მოსამზადებელი პერიოდი. დიდი მარხვა არის განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი, მრავალდღიან მარხვათა შორის, რომელიც უდაბნოში მაცხოვრის ორმოცდღიან მარხვას გვახსენებს და შევყავართ ვნების შვიდეულში, ხოლო შემდეგ კი დღესასწაულთა დღესასწაულის – ბრწყინვალე აღდგომის სიხარულსა და აღტაცებაში. დიდი მარხვა – როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან, არის პერიოდი ლოცვისა და სინანულისა, როდესაც თვითოეულმა ჩვენთაგანმა … [Read more…]

საშობაო მარხვა

28 ნოემბერს დაიწყო საშობაო მარხვა. გ ი ლ ო ც ა ვ თ! ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში მარხვის მნიშვნელობის შესახებ ბევრს სწერდნენ წმიდა მამები. გავიხსენოთ წმიდა მამათა რამოდენიმე სწავლება, ჩვენი სულების საცხოვნებელად და რწმენაში განსამტკიცებლად: – დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად-კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო…და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი … [Read more…]

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის წევრების სტუმრობა ამერიკაში

24 -29 ნოემბრის ჩათვლით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, წმინდა სინოდის წევრები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე, გორისა და … [Read more…]

შეგონება, რათა ეკლესიაში ვიარებოდით

„მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქვენ“ წმიდა იაკობ მოციქული   შეგონება, რათა ეკლესიაში ვიარებოდით წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსისა   როდესაც შევხედავ თქვენს მცირერიცხოვანებას და რომ ჩვენი სამწყსო დღითიდღე კლებულობს, ვწუხვარ და ამავე დროს ვხარობ: ვხარობ თქვენით, ვინც აქ იმყოფებით; ვწუხვარ მათ გამო, ვინც აქ არ არიან. ქების ღირსნი ხართ, რამეთუ უზრუნველნი არ ხართ, … [Read more…]